Wednesday, July 11, 2018

ქართველი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი 23-წლამდელ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ინფორმაციას თბილისის პასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, თიბილაშვილმა ხმლით გამართულ შეჯიბრში დამაჯერებლად იასპარეზა და მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული გახდა. 
ნინომ, ნახევარფინალში ფრანგი მოწინააღდეგე 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პარამოფარიკავე სოფია ბრუნეტის 15:4 მოუგო. 
ნინო თიბილაშვილი უკვე მეორედ გახდა ახალგაზრდებში- U23 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
12 ივლისს, მსოფლოს პირველობაზე მედლები რაპირით შეჯიბრში გათამაშდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment