Thursday, July 12, 2018

23 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე თვითმხილველი დეტალებს იხსენებს

სასტუმრო „სვანეთის“ ადმინისტრაცია ლუკა ფალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინციდენტის დეტალებს „ქრონიკასთან“  იხსენებს.
როგორც სასტუმროს ადმინისტრატორი რუსუდან ბერიაშვილი აცხადებს, ინციდენტამდე ლუკა ფალიანსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ორჯერ მოხდა. თუმცა ქალბატონებმა სიტუაცია გაანეიტრალეს. მესამედ, როცა მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი დავით ნიგურიანი სასტუმროს მოპირდაპირე მხრიდან თანმხლებ პირებთან ერთად ლუკას მისამართით იგინებოდა, ლუკა სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა, რა დროსაც სავარაუდოდ ნიგურიანმა სასტუმროს წინ, თამარ მეფის გამზირზე, ცენტრალურ გზაზე დანით დაჭრა. 
მესტიაში თანასოფლელმა 23 წლის ლუკა ფალიანი 11 ივლისს მოკლა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment