Tuesday, July 17, 2018

ფრინველის გაყინული ხორცი შესაძლოა გაძვირდეს

ფრინველის გაყინული ხორცი, სავარაუდოდ, 5%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებებია, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
რეგულაციების მიხედვით, ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება. ცვლილება არ ეხება ფრინველის ნედლ ხორცს.
როგორც იმპორტიორები აცხადებენ, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ფრინველის ხორცს ადგილზევე შეფუთულს იყიდიან და ისე შემოიტანენ. თუმცა, ამბობენ, რომ შეფუთული პროდუქცია შედარებით ძვირია, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ფასიც მოიმატებს.
სადისტრიბუციო კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ფრინველის ხორცს თავადაც იმ იმპორტიორებისგან შეიძენენ, ვისაც უკვე შეფუთული შემოაქვს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ რეალიზაცია იმ კომპანიებს გაეზრდება, რომლებსაც ფრინველის ხორცი ისედაც შეფუთული შემოჰქონდათ. ამასთან, აღნიშნავს, რომ რეგულაციების შემდეგ პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
18 მაისს, სურსათის სააგენტომ თურქეთის რამდენიმე საწარმოდან  ხორცში 1 წლის განმავლობაში სალმონელას (salmonella) ორჯერ აღმოჩენის გამო, ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment