Friday, July 13, 2018

Johnson & Johnson-ი დაზარალებულ ქალებს კომპენსაციას გადაუხდის

მისურის სასამართლომ კორპორაცია Johnson & Johnson-ს 22 დაზარალებული ქალისთვის კომპენსაციის სახით 4,14 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
დაზარალებულები განმარტავენ, რომ Johnson & Johnson-ის პროდუქციის მოხმარების შემდეგ მათ სიმსივნე განუვითარდათ. სკანდალის გამო კომპანიის აქციები 1,4 პროცენტით დაეცა.
Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 
2017 წლის ნოემბერში დალასის ფედერალურმა ჟიურიმ Johnson & Johnson-ს და მის ორთოპედიულ განყოფილებას - DePuy-ს 6 პაციენტისთვის 247 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 2018 წლის აპრილში კი ფიზიკურმა პირმა J&J-ს $117 მილიონიანი სარჩელი მოუგო
2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment