Thursday, July 19, 2018

ჯაბა ჯიღაური ფრანგულ კლუბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდ „გრენობლში“ ითამაშებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა.
გრენობლი“ ლიგა 2-ში ახლახან აღზევდა და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 27 ივლისს, „სოშოსთან“ გამართავს. ფრანგულ კლუბს ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში „რეიმსში“ ჯაბა კანკავას ავარჯიშებდა.
ჯაბა ჯიღაური ბოლოს ყაზახურ „ორდაბაისში“ თამაშობდა, ხოლო იქამდე სკოპიეს „ვარდარის“, საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო თბილისის“ წევრი იყო
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment