Wednesday, July 18, 2018

რობოტი სოფია: ხელოვნურ ინტელექტს ღია მმართველობისთვის ხელის შეწყობა შეუძლია

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  მე-5 გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. მან ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მას ღია მმართველობისთვის ხელის შეწყობა შეუძლია.
რობოტ სოფიას თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები გაიზარდოს.
რობოტი სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ჩამოვიდა.  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების ინფორმაციის თანახმად, ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.
თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.
2017 წლიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment