Sunday, July 22, 2018

ისრაელმა სირიელი „თეთრი ჩაფხუტების“ ევაკუაცია განახორციელა

ისრაელმა სირიის სამოქალაქო დაცვის ორგანიზაცია - „თეთრი ჩაფხუტების“ წევრების ევაკუაცია კონფლიქტის ზონიდან (სირიის სამხრეთ ნაწილიდან) განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განმარტა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა შეასრულა. 
როგორც ებრაული მედია წერს, დაახლოებით 800 ადამიანი იორდანიაში, გოლანის მთის მაღლობების გავლით, გასულ ღამეს გადაიყვანეს. 
როგორც „თეთრი ჩაფხუტების“ ორგანიზაცია განმარტავს, ისინი სირიაში მოხალისე ძალას წარმოადგენენ და ომის ზონაში რიგით ადამიანებს გადარჩენაში ეხმარებიან. მათი განმარტებით, ისინი არა პარტიზანული ჯგუფის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თავს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის და მისი მოკავშირე რუსეთის მხარდამჭერად მიიჩნევს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment