Sunday, July 15, 2018

ტერეზა მეი: ტრამპმა მირჩია, რომ ევროკავშირს ვუჩივლო

დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების ნაცვლად მათ ვუჩივლო. განცხადება ტერეზა მეიმ BBC-ს სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს
აშშ-ის პრეზიდენტმა ტერეზა მეისთან 14 ივლისს გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მან ამ თემაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს „უხეში რჩევა“ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა გადაცემის წამყვანი ენდრიუ მარი რა ურჩია ტრამპმა მეის.ივნისის ბოლოს The Washington Post-ი თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აპრილში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს სავაჭრო გარიგების სანაცვლოდ ევროკავშირიდან გასვლას სთავაზობდა
საუბრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა Brexit-ის გეგმა კიდევ ერთხელ დაიცვა და თანაპარტიელები გააფრთხილა, რომ Brexit-ს საფრთხე არ შეუქმნან. 
8 ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განსხვავებული პოზიციების გამო Brexit-ის მინისტრი, დევიდ დევისითანამდებობიდან გადადგა. 9 ივლისს კი ამავე მიზეზებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონმაც დატოვა. შედეგად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა
რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის კოლონიად გადაქცევა უწინასწარმეტყველა
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment