Sunday, July 22, 2018

პენტაგონის შეფს არ სურს, რომ რუსეთის სანქციების გამო ვაშინგტონის პარტნიორები დაზარალდნენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი კონგრესს მოუწოდებს, რათა ზოგიერთ ქვეყანაზე, რომლებსაც მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აქვთ, გამონაკლისის წესით რუსეთის საწინააღმდეგო სავაჭრო-ეკონომიკური და საბანკო სანქციები, არ გავრცელდეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
განცხადებაში, რომლის ადრესატიც სენატის სამხედრო ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინია, მეტისი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა აუცილებლად პასუხი უნდა აგოს „აგრესიული და მადესტაბილიზებელი ქმედებების გამო“, მაგრამ სასჯელი არ უნდა შეეხოს აშშ-ის მოკავშირეებს და იმ ქვეყნებს, რომლებთან სტრატეგიული კავშირების დამყარებას ვაშინგტონიც ესწრაფვის.
კონგრესმა რუსეთის სამხედრო და საბანკო სფეროს წინააღმდეგ საქნციები შემოიღო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ყირმის ანექსიის გამო. სანქციები ვრცელდება იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსეთისგან საბრძოლო იარაღს და ტექნიკას ყიდულობენ.
მეტისის წერილის ფონია მზარდი შეშფოთება გამოწვეული ინდოეთის მიმართ სანქციების შემოღებით. ინდოეთი რუსეთის სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია და უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ყიდულობს სხვადასხვა საბრძოლო იარაღის, მათ შორის აპირებს ასევე ს-400 ტიპის მოქმედი საზენიტო კომპლექსების შეძენასაც.
ვაშინტონი ცდილობს კავშირების გაძლიერებას ინდოეთთან. სექტემბერში დელიში ვიზიტს და მაღალი დონის შეხვედრებს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. რამდენიმე კონგრესმენმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის წინადადებას.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment