Sunday, July 15, 2018

შსს-მ ბათუმში თურქეთის მოქალაქეების მიმართ გამოძალვის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბათუმში ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და მისი თანამშრომელი კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იძულებით ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ პირსაც 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი დააკავეს. „დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800 თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა ის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს“, - წერია შსს-ს განცხადებაში
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment