Monday, July 16, 2018

დღეს ჰელსინკიში ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაიმართება

ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამის მიზეზი კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრაა. ამის შესახებ BBC წერს.
ბორტი ნომერი #1, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის ჰელსინკის აეროპორტში უკვე დაეშვა.
ჰელსინკიში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. პომპეო Twitter-ზე ტრამპი-პუტინის შეხვედრის მნიშვნელობაზე წერს და აცხადებს, რომ ეს შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებშია.
ჰელსინკიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას საპროტესტო აქციებით ხვდებიან. 
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ოფიციალური პროგრამა ცნობილია. 16 ივლისის ჰელსინკის სამიტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment