Sunday, July 22, 2018

39 წლის რაფაელ მარკესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა. 39 წლის მექსიკელმა მცველმა გადაწყვეტილება მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ FIFA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ
კარიერის განმავლობაში მარკესმა 20-ზე მეტი სეზონი ჩაატარა. სპორტსმენი ბოლოს მექსიკის „ატლასში“ ასპარეზობდა.
ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი 2000 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონიც. მის ანგარიშზეა ორჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა. მანამდე მარკესმა მექსიკის ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასი დაისაკუთრა. 
რაფაელ მარკესის 5 მსოფლიო თასის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
კორეა/იაპონია 2002
გერმანია 2006
სამხრეთ აფრიკა 2010
ბრაზილია 2014
რუსეთი 2018
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment