Sunday, July 15, 2018

კუბაზე კონსტიტუციის ახალი პროექტი გამოქვეყნდა

კუბაზე კონსტიტუციის ახალი პროექტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
შედეგად პრეზიდენტი ქვეყნის მართვას ზედიზედ ორი ვადით შეძლებს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ერთი ვადა კი 5 წლით განისაზღვრება.
პუბლიკაციის ინფორმაციით, იგეგმება პრემიერმინისტრის თანამდებობის შექმნაც, რომელიც აღმასრულებელი ხელისულფების უმაღლეს ორგანოს, მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს.
კონსტიტუციის ახალი პროექტზე მსჯელობისთვის კუბის ნაციონალური ასამბლეა 21-23 ივლისს შეიკრიბება. კანონმდებლების მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment