Sunday, July 22, 2018

ირანმა შესაძლოა სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი შეაჩეროს

ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის, რომელსაც განზრახული აქვს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ადრეული ნავთობი არ გაატაროს სპარსეთის ყურის რეგიონში, თუ შეჩერდება ირანის ნავთობის ექსპორტი. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ხამენეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც ირანისადმი აშშ-ის მიდგომამ განაპირობა.
თეირანი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ითავლისწინებს ვაშინგტონის ცალმხრივად გამოსვლას 2015 წლის საერთაშორისო ხელშკრელეუბიდან და სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების განახლებას ირანის წინააღმდეგ.
წარსულში ირანის ხელისუფლება რამდენჯერმე დაიმუქრა ჰორმუზის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტის ჩაკეტვით, აშშ-ის მხირდან განხორციელებული ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში.
თუკი წარმატებით მოხდება 54 კილომეტრის სიგანის ჰორმუზის ყურის ბლოკირება ყველაზე ვიწრო ყელთან, რომელიც ირანსა და ომანს შორის მდებარეობს, მაშინ ნავთობის ექსპორტი შეწყდება ერაყიდან, საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროდან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment