Sunday, July 15, 2018

Reuters-ი: მაკრონი პუტინთან შეხვედრისას სირიაზე, ირანსა და უკრაინაზე ისაუბრებს


ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიაზე, ირანსა და უკრაინაზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს
ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისფინალურ მატჩს დაესწრება. მაკრონი პუტინს საფრანგეთი ხორვატიის მატჩის დაწყებამდე შეხვდება. 
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე 24 მაისს, პირველად კი ჰამბურგში, G20-ის სამიტზე შეხვდა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას რუსეთის 11-მა ქალაქმა უმასპინძლა. მუნდიალის ფინალი მოსკოვში დღეს გაიმართება.
საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment