Monday, July 16, 2018

9 ნიშანი, რომელიც ადამიანის მაღალ ინტელექტზე მიანიშნებს

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, არა მხოლოდ სტანდარტული IQ-ტესტები, არამედ ჩვევები და ხასიათის თანდაყოლილი თავისებურებებიც განსაზღვრავს.კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა – მეცნიერულმა კვლევებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა კავშირი იუმორის გრძნობასა და მაღალ ინტელექტს შორის, რადგან ენამოსწრებულად სწორედ ისინი ხუმრობენ, ვისაც კოგნიტიური უნარები საშუალოზე მაღალი აქვს. სხვათაშორის, პროფესიონალი კომიკოსების IQ-ტესტირების შედეგები ყოველთვის საშუალოზე მაღალია. ამგვარი ფენომენი პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ ორიგინალური ხუმრობის მოფიქრებაში ჰორმონი დოფამინი „მონაწილეობს“, რომელიც გონების იმ ზონების სტიმულირებას უწყობს ხელს, რომლებიც ცოდნის მიღებასა და მოქნილად აზროვნებაზე აგებენ პასუხს.

...არეულობა ოთახში – ბრიტანელი მეცნიერების ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანის გონება ქაოტურ გარემოში უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე იდეალურად მოწესრიგებულ ოთახში, რადგან ქაოსი ხელს უწყობს გონების მუშაობას და ახალი იდეების ჩამოყალიბებას. როგორც ჩანს, რაც უფრო მასშტაბურია არეულობა, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს გადავლახოთ ტრადიციული აზროვნების საზღვრები და ნებისმიერ პრობლემას ორიგინალურად შევხედოთ.

გვიანობამდე ძილის ჩვეულება – მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ქრონიკული „მძინარები“, ვინც მთელი ღამე ფხიზლობს და დღისით ივსებს დანაკარგს, უფრო შემოქმედებითად უყურებს სამყაროს, ვიდრე ის, ვინც თვლის, რომ ადრე ადგომით უფრო მეტი საქმის მოსწრება შეიძლება.

ცუდი მხედველობა – გენეტიკოსების მტკიცებით, მაღალი IQ-ს მფლობელებს აუცილებლად ცუდი მხედველობა აქვთ, რადგან გენი, რომელიც აქვეითებს მხედველობას, საზრიანიანი და სხარტად მოაზროვნე ადამიანების თანდაყოლილი „ატრიბუტია“.

დიალოგი საკუთარ თავთან – როგორც აღმოჩნდა, ის, ვინც ყოველთვის ხმამაღლა ფიქრობს, უფრო მაღალი ინტელექტის პატრონია, ვიდრე ის, ვისაც ჩუმად ურჩევნია მუშაობა, რადგან საკუთარ თავთან საუბრისას და დასახული მიზნის მრავალგზის გამეორებისას, გონება აქტიურდება და ობიექტის ვიზუალიზაციას ახდენს, რაც თავის მხრივ ადამიანს ყურადღების კონცენტრირებასა და ადვილად დამახსოვრებაში ეხმარება.

თევზის კერძების სიყვარული – ხასიათის თავისებურებებთან ერთად ადამაინის ინტელექტს გასტრონომიული ჩვევებიც განსაზღვრავს. ჩინელი მეცნიერებმა, რომელთაც 500-მდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს, 
აღმოაჩინეს, რომ თევზის მოყვარულები, ანუ ისინი, ვინც ინტენსიურად ღებულობს ომეგა 3-ის მჟავებს, ბევრად სხარტად აზროვნებს და ძილიც უფრო მშვიდი და ჯანსაღი აქვს.

ვიდეოთამაშების სიყვარული – მორიგმა მეცნიერულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ გეიმერები ბევრად უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტაციას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსაც უფრო სწრაფად იღებენ, ამასთანავე ვიდეოთამაშები აუმჯობესებს კოორდინაციის უნარს და ეხმარება მოთამაშეს შემოქმედებითად აზროვნებაში.

ყურადღების კონცენტრაციის უნარი – ხშირად, ის, ვინც თავით ეფლობა სამუშაოში და არასდროს ეფანტება ყურადღება, უფრო მაღალი IQ-ს მფლობელია, ვიდრე ის, ვისაც ნებისმიერი ხმაური ხელს უშლის და ვერაფრით ახერხებს კონცენტრირებას.

ხატვა ფიქრის დროს 
– როგორ აღმოჩნდა, ფურცელზე ფიგურების მექანიკურად გამოყვანისას, გონება უფრო სწრაფად მუშაობს, რადგან ხატვის პროცესში ის ნაწილი აქტიურდება, რომელიც ემოციებსა და ვიზუალურ აღქმაზე აგებს პასუხს. ამასთანავე, ადამიანი ნაკლებადაა კონცენტრირებული პრობლემაზე, რაც ანთავისუფლებს ენერგიას არაორდინალური გადაწყვეტილებების მოსაძიებლად.
Dainteresdi.ge

No comments:

Post a Comment