ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამკვრძალავი ბიუროს ყოფილ შენობაში 11 ჩვილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მუშები სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებდნენ შენობაში. ინფორმაციას Detroit News-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუშებმა ბავშვების ცხედრებს სხვენში განთავსებულ მუყაოსა და ნაგვის ყუთებში მიაგნეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს.
დამკრძალავი ბიურო, რომელიც დეტროიტში იყო განთავსებული 2018 წლის აპრილში დახურეს. მიზეზი ცხედრების არასათანადო შენახვის წესი იყო.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment