Friday, October 12, 2018

პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური რეკლამის დაშვებას არასაარჩევნო პერიოდშიც ითხოვს

ირმა ინაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც უნდა შეეძლოს საკუთარი იდეები საზოგადოებისთვის მიწოდება. „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„პარტიებს ახალი იდეები და წამოწყებები გვაქვს არასაარჩევნო პერიოდშიც და მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს ამ დროს პოლიტიკური ფასიანი რეკლამის განთავსება ტელევიზიებში, რომლითაც ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოება მეტს გაიგებს“, - ამბობს ინაშვილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment