საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და რეზერვის ახალი პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.
რეზერვის კონცეფცია ორი სახის იქნება, აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით 15 ოქტომნრიდან ამოქმედდება. აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულო იქნება.
სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60-წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან და ისინი შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებენ.
7 თებერვალს პარლამენტმა რეზერვის რეფორმის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment