Friday, October 12, 2018

უგანდაში მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

უგანდაში მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლააღმოსავლეთ უგანდაში, დედაქალაქ კამპალადან 250 კილომეტრის მოშორებით, ელგონის მთაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა, მიწის ქვეშ მოჰყვა სახლები და შინაური ცხოველები. ამის შესახებ Aljazeera წერს. 


ბოლო დღეებში ინტენსიური წვიმის გამო, მთის ფერდობიდან ვეებერთელა ლოდები მოწყდა და მდინარის კალაპოტში აღმოჩნდა. მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია, რასაც დასახლებულ ტერიტორიაზე ძლიერი წყალმოვარდნა გამოიწვია. 
ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 
2010 წლის მარტში, აღმოსავლეთ უგანდაში, ბუდუდას რეგიონში მეწყერს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 2012 წელს კი, ამავე რეგიონში მეწყერმა სამი სოფელი გაანადგურა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment