Air India-ს თვითმფრინავი, რომელსაც სამხრეთ ინდოეთიდან დუბაიში 130 მგზავრი უნდა გადაეყვანა, აფრენისას Trichy-ს აეროპორტის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.
მგზავრების გარდა, თვითმფრინავში ეკიპაჟის 6 წევრიც იყო.
კომპანიის ინფორმაციით, ორივე პილოტს, რომლებიც თვითმფრინავს მართავდნენ, 6 500 საათზე მეტი ფრენის გამოცდილება აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს პილოტების შეცდომის შედეგი.
აფრენისას Boeing 737-ი დაზიანდა და ის ავარიულად დაეშვა მუმბაიში
imedinews.ge

No comments:
Post a Comment