ქარიშხალი "მაიკლი" ძალას იკრებს და ის უკვე მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად შეფასდა. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. საგანგებო მდგომარეობა ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში გამოცხადდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატში ქარიშხლის გამო 375 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივების დასახმარებლად და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვებიან.
არიშხალი „მაიკლი“ კუბის მხრიდან მოძრაობს და ფლორიდიდან დაახლოებით 400 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 120-150 კილომეტრს აღწევს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment