Wednesday, October 10, 2018

ჩეჩნეთში დაკავებული უფლებადამცველი ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს

ჩეჩნეთში დაკავებული უფლებადამცველის, ოიუბ ტიტიევის აზრით, ის ციხეში მხოლოდ მისი ასაკის გამო არ აწამეს. ტიტიევი, რომელიც ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ტიტიევმა "რადიო თავისუფლებისა" და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ პროექტის კორესპონდენტს უთხრა, რომ ის იანვარში დააკავეს ჯერ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებმაც მას მანქანა გააჩერებინეს და ნარკოტიკები ჩაუდეს.
სამართალდამცველების განცხადებით, მის მანქანაში ნაპოვნია 180 გრამი მარიხუანა. ტიტიევი ამბობს, რომ საათზე მეტი დაჰყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციელები ცდილობდნენ მის დარწმუნებას, ეღიარებინა ნარკოტიკული საშუალების ფლობა.
„მერე დამემუქრნენ ნათესავების დაკითხვით. როცა აღიარებაზე უარი ვთქვი, მიმიყვანეს იმ ადგილას, სადაც მანქანა გამაჩერებინეს, რის შემდეგაც საგზაო პოლიციამ ისევ დამაკავა. ალბათ, მხოლოდ ჩემი ასაკი გამო არ მაწამეს“,- ამბობს 61 წლის ტიტიევი.
ის 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ჩეჩნურ განყოფილებას. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მისთვის ვაცლავ ჰაველის პრემიის მინიჭებისთვის.
ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია 2013 წლიდან გაიცემა. ჯილდოს ოდენობა 60 000 ევროს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჯილდოს რუსეთის მოქალაქე იღებს. 2015 წელს ჰაველის ჯილდო უფლაბადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ მიიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment