Wednesday, October 17, 2018

რუსეთმა კალინინიგრადის ოლქში 4 სამხედრო ბუნკერის მოდერნიზაცია დაასრულა

რუსეთის ფედერაციამ კალინინიგრადის ოლქში, ნატოს ბაზების მახლობლად, 4 სამხედრო ბუნკერის მოდერნიზაცია დაასრულა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში 40 ახალი ბუნკერის აშენება იგეგმება. ამ ინფორმაცია მედია  თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალის ავტორი ამბობს, რომ ბუნკერების მოდერნიზაცია მინიმუმ 4 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სამუშაოები 19 ივლისს დაიწყო და პირველ ოქტომბერს დასრულდა.
ფოტომასალაზე ასევე ჩანს, რომ რუსეთი ახალი ბუნკერების შენებასაც გეგმავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოსკოვის მიზანი, სავარაუდოდ, პრიმორსკთან ახლოს მდებარე სამხედრო საწყობის გამტარუნარიანობის გაზრდაა.
ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ მოდერნიზაცია ჩატარდა ჩერნიახოვსკში - ამ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რუსეთის 152-ე სარაკეტო ბრიგადაა განთავსებული.
imedinews..ge

No comments:

Post a Comment