Wednesday, October 17, 2018

იტალიის შს მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აბსურდული უწოდა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აბსურდული უწოდა. მატეო სალვინიმ პირობაც დადო, რომ ანტირუსული სანქციების გასაუქმებლად ყველაფერს გააკეთებს. ამის შესახებ France24 წერს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მზად არის სანქციების პოლიტიკა მომავალშიც განაგრძოს, ეს სრულებით არ მომწონს“ - განაცხადა სალვინიმ და დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებამდე, ანტირუსული სანქციების გაუქმების ინიციატივით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოვიდა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება რომ პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment