👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
...2) რენტგენი: ტესლას გამოკვლევებმა ელექტრომაგნეტიზმის სფეროში რენტგენოლოგებს საშუალება მისცა ადამიანის ჩონჩხი დაენახათ ქსოვილის გაჭრის გარეშე.
რენტგენის აღმოჩენა მიეწერება გერმანელ მეცნიერ ვილჰელმ რენტგენს 1895 წელს, თუმცა მანამდე 8 წლით ადრე ტესლა უკვე აწარმოებდა გამოკვლევებს და პირველად მიაქცია ყურადღება რენტგენის სხივების მავნებლობას ადამიანის სხეულისათვის.
3) სიკვდილის სხივი: 1930-იან წლებში ზოგიერთი მტკიცების მიხედვით ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისაკენ. მას "სიკვდილის სხივი" უწოდეს. ეს იარაღი ტესლას მიერ გამოშვებული არ იქნა.
4) რობოტექნიკა: ტესლა თვლიდა, რომ მომავალში რობოტების მთელი რასა შეასრულებდა ადამიანის სამუშაოს. 1898 წლს მის მიერ გამოშვებულ იქნა რადიომართვადი კატარღა, რომელიც ითლება რობოტექნიკის "პირველ მერცხლად".
5) მიწისძვრის გამომწვევი მანქანა: 1898 წელს ტესლამ განაცხადა, რომ შექმნა რხევების გენერატორი, რომელიც არყევდა შენობას და მასთან ახლოს არსებულ ნივთებს. თვითონ მოწყობილობა 1 კგ-ს იწონიდა, მაგრამ მეცნიერმა შეძლო რხევები ისე მოემართა, რომ თითოეული მათგანი დიდ ენერგიას უმატებდა შენობის ბუნებრივ რხევებს. როდესაც ტესლამ აღნიშნული გამოგონების პოტენციური საშიშროება შეიცნო, მოწყობილობა ჩაქუჩით დაამტვრია.
dainteresdi.ge

No comments:
Post a Comment