Tuesday, October 9, 2018

ანდრეი ჩიკატილო / Andrei Chikatilo

სახელი ანდრეი ჩიკატილო;
ზოდიაქო: სასწორი;
კლასიფიკაცია: სერიული მკვლელი;
მეტსახელები: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“.
მახასიათებლები: კანიბალიზმი, ნეკროფილია, ეგზენტერაცია (გამოშიგვნა) , დასახიჩრება;
მსხვერპლთა რაოდენობა: 52 - 56;
დაპატიმრების თარიღი: 20 ნოემბერი, 1990 წელი;
მკვლელობის მეთოდი: ყელში გადაჭერა, დანით დაჭრა;
სტატუსი: 1994 წლის 14 თებერვალს მოკლეს.- ადრეული ცხოვრება -
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში     

ანდრეი ჩიკატილო დაიბადა 1936 წლის 16 ოქტომბერს, უკრაინის სუმის მხარის სოფელ იაბლოჩნოეში ღარიბ ოჯახში.  1941 წელს მამამისი საომრად წავიდა და მალე ტყვედ ჩავარდა. მის შემდეგ 1946-1947 წლებში უკრაინაში შიმშილი იყო და ანდრეის ძალიან ეშინოდა გარეთ გასვლა. არსებობს ცნობები, რომ მისი უფროსი ძმა სტეფანე გაიტაცეს და 1933 წლის შიმშილის დროს შეჭამეს .არსებობს ასევე ვარაუდი, რომ საკუთრივ მშობლებმა შეჭამეს სტეფანე. თუმცა შემდგომ სტეფანეს დაბადების ან გარდაცვალების არანაირი დოკუმენტები არ მოიპოვებოდა.
 ანდრეი ჰიდროცეფალიით დაიბადა და 12 წლამდე ენურეზით ავადმყოფობდა, რის გამოც დედა მას გამუდმებით სჯიდა. 1944 წელს ანდრეი სკოლაში წავიდა. მისი კლასელები და მასწავლებლები მას ახასიათებდნენ როგორც დინჯ ბავშვს. მასწავლებელს აოცებდა ანდრეის უმწეობა, მიუხედავად არც ისე ცუდი ფიზიკური აღნაგობისა, ანდრეი ვერავის ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ყველაფერზე ტირილს იწყებდა რის გამოც თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. თუმცა, როგორც ამბობდნენ იგი არ იყო ცუდი მოსწავლე.
ანდრეის ქცევაში მისი სექსუალური გადახრები უკვე 17 წლის ასაკში გამოვლინდა. მის უმცროს დასთან მოვიდა 13 წლის გოგო, როდესაც ანდრეიმ უთხრა რომ და სახლში არ არის, გოგო მაინც არ წავიდა, ანდრეიმ წააქცია იგი და ზედ დააწვა, რისგანაც ორგაზმი განიცადა. გოგო ვერაფერს მიხვდა და გაიქცა.
18 წლის ჩიკატილო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ერთ-ერთი ვერსიით მას მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი. შემდეგ ჩააბარა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტის რკინიგზის ინჟინერიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
1957-1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით ყველანაირ დამცირებას განიცდიდა. ზოგი ვერსიით მას, როგორც პასიურ ჰომოსექსუალისტს იყენებდნენ.
არმიის შემდეგ იგი როსტოვის ოლქში გადასახლდა, სადაც სატელეფონო სადგურზე ინჟინრად დაიწყო მუშაობა.
ჩიკატილოს ადრეული ასაკიდან დაქვეითებული პოტენცია ჰქონდა, რის გამოც იგი ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას. პირველად ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარების მცდელობა მას 24 წლის ასაკში ჰქონდა, რაც სრული კრახით დამთავრდა. მიუხედავად ამისა 1964 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა. როგორც მოგვიანებით ფედოსიამ მოყვა, ანდრეის იმპოტენცია მათი ცოლქმრობის დასაწყისშივე გამოვლინდა. სქესობრივი კონტაქტი მათ ორ-სამ თვეში ერთხელ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.
1965 წლიდან ჩიკატილო რაიონის სპორტის გამგეობის თავმჯდომარედ მოეწყო. 1970 წელს ჩიკატილომ პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი დაამთავრა და სკოლა ინტერნატში რუსულის მასწავლებლად მოეწყო. მისი მოსწავლეები ამჩნევდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც იგი ცდილობდა მძინარე ბიჭთან ორალური სექსით დამყარებას და სასტიკად ცემეს.
1978 წელს იგი ოჯახთან ერთად ქალაქ შახტებში გადავიდა, სადაც ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა. ამავე წლის დეკემბერში მან უკვე პირველი მკვლელობა ჩაიდინა.

 სერიული მკვლელობები -


1978 წლის 22 დეკემბერს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა. მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო. მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26-ში. ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა. ის მას მეძავებთან შესახვერდათ იყენებდა. გოგონა მან შეიტყუა იმ დაპირებით რომ საღეჭ რეზინს მისცემდა. მას უბრალოდ თავის გართოდბა უნდოდა, მაგრამ როდესაც მან გახდა დაუწყო გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით რომ არავის გაეგონა ჩიკატილო მას ზემოდან დააწვა და მოგუდა. მსხვერპლის ტანჯვებმა იგი აღაგრძნო და ორგაზმი განაცდევინა. გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა.პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და მას სამი წელი არავინ მოუკლავს. თუმცა 1981 წელს მან მოკლა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო. ის მან ტყეში წაიყვანა რათა სექსით დაკავებულიყო მაგრამ უშედეგოდ. ჩიკატილო ვერაფრით აღეგზნო და როდესაც ლარისამ დასცინა მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, პირი მიწით ამოუვსო, მოგუდა და ძუძუები მოაჭამა, გვამი მეორე დღესვე იპოვეს.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის 12 ივნისს მან 12 წლის ლუბოვ ბირიუკი მოკლა. მკვლელობების სერია დაიწყო : 1982 წელს მან საერთო ჯამში 7 ბავშვი მოკლა (9 დან 16 წლამდე). მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ (მოკლე გზის ჩვენება, ლეკვები, მარკები, ვიდეომაგნოტოფონები და ა.შ. ) მიჰყავდა ღრმად ტყეში (ზოგჯერ ისინი რამდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ - ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა) და საკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.

დამახინჯებულ სხეულებზე 60-მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ, უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ჰქონდათ ცხვირი, ენება, გენიტალიები, მკერდი, ამოთხრილი ჰქონდათ თვალები (ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა) მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა, ალკოჰოლიკი და გონებრივად ჩამორჩენილი. მსვერპლთან ის იშვიათად ამყარებდა სქესობრივ კავშირს და ორგაზმს მკვლელობის მომენტში აღწევდა როდესაც ის ასოთი გვამს ეხებოდა.1991 წლის დეკემბერში ჩიკატილო დააპატიმრეს. 1994 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა უარი განაცხადა სასიკვდილო სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეცვლაზე. 1994 წლის 14 თებერვალს ის დახვრიტეს.მე მხეცი ვარ,  ბუნების შეცდომა.
psychoticmindd.blogspot.com

No comments:

Post a Comment