Thursday, October 11, 2018

"მოსახლეობას ხვდებიან და ერთმანეთს აგინებენ" - პიარ სპეციალისტები საპრეზიდენტო კანდიდატების შეცდომებზე

2018 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის მე-5 პრე­ზი­დენტს აირ­ჩევს, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა კი 25 კან­დი­დატს შო­რის მო­უ­წევს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­პი­რე­ბა მის­ცეს.
რო­გორ აწარ­მო­ე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას კან­დი­და­ტე­ბი და რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE პიარ სპე­ცი­ა­ლისტს ელ­დარ პირ­მი­საშ­ვილს ესა­უბ­რა. მისი თქმით, ეს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვი­ან და­ი­წყო, რაც კან­დი­და­ტებ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.
„კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ძველ­მო­დუ­რი და არა­თა­ნა­მედ­რო­ვეა. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პა­ნია იყო და კარ­გად გავ­და ისეთ პიარ კამ­პა­ნი­ას, რო­გორ­საც არ­ჩევ­ნე­ბის დროს უნდა აწარ­მო­ებ­დნენ.ჯერ ერთი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორ­თვე­ნა­ხევ­რით ადრე და­ი­წყო. მე­ო­რე, ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის სეგ­მენ­ტე­ბად ჰქონ­დათ და­ყო­ფი­ლი და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ერთი და იგი­ვე­ნა­ი­რად არ ხდე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელს და ვი­დეო ტექ­ნი­კას ახალ­გაზ­რდებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ, ხოლო შეხ­ვედ­რე­ბი და ბილ­ბორ­დე­ბი, ძი­რი­თა­დად ასა­კი­ა­ნი ხალ­ხის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ყო­ფი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩან­და.
ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი ქა­ო­ტუ­რად გან­ვი­თარ­და - წარ­დგე­ნე­ბიც ძა­ლი­ან ზო­გა­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა, გზავ­ნი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია. რა უნ­დათ და ვის­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს, ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია," - გვი­თხრა პირ­მი­საშ­ვილ­მა.
ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და მათი კან­დი­და­ტე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ერთი და იმა­ვე შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. პიარ სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ყვე­ლა­ზე ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბი­სას კან­დი­და­ტე­ბის შეც­დო­მა ისაა, რომ სა­კუ­თა­რი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იმი­ჯი­დან ვერ გა­მო­დი­ან.
„რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ვლე­ბა, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვად არ უნდა შე­იც­ვა­ლონ. მე­ო­რე შეც­დო­მა ისაა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს არ იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, კახი კა­ლა­ძემ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ტექ­ნო­ლო­გია, მიხ­ვდა რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ჩარ­თვე­ბის გა­კე­თე­ბა და­ი­წყო, რაც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს. კან­დი­და­ტე­ბი რო­გორც წესი, აქ­ცენტს დიდ ჯგუ­ფებ­ზე აკე­თე­ბენ მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ო­ნი­რებ­ზე და ა.შ. მათ ხმებ­ზე ნა­დი­რო­ბენ“ - ამ­ბობს ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებს, აი, რო­გორ ახა­სი­ა­თებს მათ პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

მისი წარ­დგე­ნა მას­შტა­ბუ­რი და პომ­პე­ზუ­რი არ ყო­ფი­ლა. ვი­ცით, რომ ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რას ელო­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მან ეს დრო და­კარ­გა. სა­ერ­თოდ იმი­ჯის თე­მა­ში, ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: "მარ­თეთ თქვე­ნი იმი­ჯი, თო­რემ ამას სხვე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ". იმის გამო, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კარ­გად ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რა და რო­გორ უნ­დო­და, ოპო­ზი­ცი­ამ და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა მისი იმი­ჯი მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნეს.
მას ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თდრო­უ­ლად უწევს, შექ­მნი­ლი უარ­ყო­ფი­თი იმი­ჯის დან­გრე­ვა და ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ამას ემა­ტე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა. თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი პლი­უ­სი ისაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა აქვს. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ქა­ლაქ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბილ­ბორ­დე­ბის 80 პრო­ცენ­ტი, ბოლო დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა.

და­ვით ბაქ­რა­ძე

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატს რო­გო­რი პარ­ტი­აც ჰყავს, ისე­თი­ვე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი, ნაკ­ლე­ბაგ­რე­სი­უ­ლია. რო­გო­რი კან­დი­და­ტიც იყო ადრე, იგი­ვე ტი­პის მიდ­გო­მე­ბი აქვს ახ­ლაც, არა­ფე­რი არ შე­უც­ვლია, რაც კარ­გი არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ვლე­ბა და კან­დი­და­ტებ­მა ამ ცვლი­ლე­ბას მხა­რი უნდა აუ­ბან.

გრი­გოლ ვა­შა­ძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტის მიდ­გო­მა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რია, მაგ­რამ უფრო უარ­ყო­ფი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმი­ტომ რომ სხვა­დას­ხვა კან­დი­დატს სულ თავს ეს­ხმის. მის კამ­პა­ნი­ა­ში ხში­რად ერ­თვე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რაც მის კან­დი­და­ტუ­რას უფრო აქ­ტუ­ა­ლურს ხდის. თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბი ამა­საც აქვს, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს, ანუ იმ 9 წელ­თან აკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მათი გა­და­სა­ხე­დი­დან უარ­ყო­ფი­თი იყო.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე

"გირ­ჩის" ლი­დერს თა­ვი­სი სეგ­მენ­ტი, თა­ვი­სი ვიწ­რო ჯგუ­ფი ჰყავს და ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმ გზა­ზე, რაც აქამ­დე ჰქონ­და. როცა შენი ჯგუ­ფი გყავს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ეს კარ­გია. "გირ­ჩი" ისეთ თე­მებს უკე­თებს აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში ხში­რად ხვდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჯა­ფა­რი­ძეც ხში­რად ჩანს მე­დი­ით. მთა­ვა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კან­დი­და­ტი კარ­გად გა­იც­ნოს. რო­დე­საც კან­დი­დატს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს და მე­დი­აც არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი

"შე­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ­სად არ ჩანს. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბი 3-4 კან­დი­დატ­ზე მეტს ვერ იმახ­სოვ­რე­ბენ, მე­დი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რომ ყვე­ლა კან­დი­დატ­ზე ისა­უბ­როს, ამი­ტომ ცდი­ლობს წამ­ყვა­ნი კან­და­და­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლოს. ასე­ვე უსუ­ფაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, მისი აკა­დე­მი­უ­რო­ბაა. ის ასო­ცირ­დე­ბა თა­ვის პარ­ტი­ას­თან და იმ მიდ­გო­მებ­თან, რაც ალ­ბათ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ვერ გა­ი­გო, იმი­ტომ რომ ის ძა­ლი­ან აკა­დე­მი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment