Thursday, October 11, 2018

მიეცი ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს წლის საუკეთესო ჩოგბურთელის გამოკითხვაში


ATP-ის ოფიციალურ საიტზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელისა და წყვილის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო.


გამოკითხვაში შეყვანილია ATP-ის რეიტინგის 100 საუკეთესო ჩოგბურთელი და TOP 25 წყვილთა რეიტინგში.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში     

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად 23-ე ადგილზეა.

გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება, ხოლო ნომინანტების ვინაობა 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოs ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევთან (5) დამარცხდა. მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობაზე ფინალში არგენტინელ ხუან დელ პოტროს (4) მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გარდა
ჩინეთის ღია პირველობისა, ბასილაშვილმა წელს ATP-ის კიდევ ერთი 500-იანი კატეგორიის ჰამბურგის ტურნირი მოიგო.
sportall.ge

No comments:

Post a Comment