სვინგის, პოპ როკის, ჯაზის, სოულისა თუ ტრადიციული პოპ მუსიკის შემსრულებელმა მაიკლ ბაბლმა მუსიკალური კარიერა ოფიციალურად მიატოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
43 წლის არტისტმა და ცნობილი ჰიტების შემქმნელმა გადაწყვეტილება მისი ხუთი წლის შვილის - ნოას გამო მიიღო, რომელსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ მთელ მის რესურსს შვილს და მის ავადმყოფობასთან ბრძოლას მოახმარს.
მაიკ ბაბლი არგენტინელ მსახიობ, 31 წლის ლუიზიანა ლოპილატოზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment