Sunday, October 14, 2018

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 15 მიგრანტი ემსხვერპლა


თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით წერს
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთოს, რომელიც ავარიაში მოყვა მიგრანტები გადაჰყავდა. ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილმა გზის დამცავი ჯებირი გაარღვია და 20 მეტრის სიმაღლიდან სარწყავ არხში გადავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. 
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment