Friday, October 19, 2018

გორში კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პროკურორის განცხადებით, კაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც კაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.
დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალი აცხადებს, რომ პოლიცია მან გამოიძახა.
„როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოჰყვა და წამიყვანეს კლინიკაში, სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით, “- ამბობს დაზარალებული.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალი 151-ე და 126-ე მუხლების მიხედვით წარუდგინა, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment