რუსეთის პატრიარქის აზრით, გაჯეტებით ბავშვების ტოტალური გატაცება მათ მომავალს და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
„ელექტრონული თამაშებში ბავშვების ტოტალური ჩართულობა მშობლების დიდი შეცდომაა, სახელმწიფოსთვის კი დიდი თავის ტკივილია. თუ მომავალი თაობა მუდმივად სიამოვნების მიღებაზე იქნება ორიენტირებული, ჩვენ ბევრს დავკარგავთ. ბავშვები სწორედ იმისთვის უთმობენ დიდ დროს გაჯეტებს, რომ სიამოვნება მიიღონ. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ჩვენი წინაპრები სიამოვნების მიღებაზე რომ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და არა გმირობაზე. გმირობა წინააღმდეგობაში მოდის სიამოვნების მიღებასთან“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში მე-8 საეკლესიო კრებაზე გამოსვლისას.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment