Monday, October 15, 2018

საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ო­ში მცხოვ­რებ­მა ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნამ ერთ დღეს "ტვი­ტერ­ზე" "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის" მიერ შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რი­თაც მო­ი­ხიბ­ლა და და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ ქვე­ყა­ნას ეკუთ­ნო­და ტან­საც­მე­ლი. ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა ტო­კი­ო­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა გო­გო­ნამ სა­ქარ­თვე­ლო და მას შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნას უკვე მე­ო­თხედ ეს­ტუმ­რა.
ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა "ტვი­ტერ­ზე" ცნო­ბი­ლია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დე­ი­და" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში წუხს, რომ ძა­ლი­ან ჭირს ია­პო­ურ ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. ამას­თან, ჩვე­ნი ქვეყ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლე­ბის კლუ­ბი შექ­მნა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს. აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თა­ნაც, თბი­ლის­ში კი ია­პო­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრთან, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­ვი­ცა­ნით კი­დეც ეს ია­პო­ნე­ლი გო­გო­ნა
ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო ჭან­ტუ­რია გვე­უბ­ნე­ბა, ნა­ო­კოს მიერ ტო­კი­ო­ში მო­წყო­ბი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, ქარ­თულ ღვი­ნოს, თბი­ლი­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გა­მო­ფე­ნას ეთ­მო­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ტო­კი­ო­ში ატა­რებს, ია­პო­ნელ გო­გო­ნას ქარ­თუ­ლი კაბა აც­ვია, ამ­ზა­დებს ქარ­თულ კერ­ძებს და სტუმ­რებს ასე უმას­პინ­ძლდე­ბა.
ნა­ო­კოს ქარ­თვე­ლი მას­პინ­ძლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გო­გო­ნას უკვე ისე უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც მიჰ­ყავთ, ყვე­ლა­გან სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რის, ასე­თი რამ ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავ­სო. ნა­ო­კო ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს, რომ ტო­კი­ო­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნას, რად­გა­ნაც აქამ­დე იქ ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი არ არ­სე­ბობ­და.
ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა, ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი:
"თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე თა­ვი­დან­ვე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­ნა, გე­გო­ნე­ბა რა­ღაც ზღა­პა­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და იქ მოვ­ხვდი. ეს ის­ტო­რი­უ­ლი სა­მო­სი ხომ სულ სა­ოც­რე­ბაა! რე­ა­ლუ­რი არ მე­გო­ნა, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ის სცმო­დათ. ქარ­თვე­ლე­ბი იმ­დე­ნად ლა­მა­ზე­ბი ხართ და ტან­ზე ისე კარ­გად ირ­გებთ, რომ ვოც­დე­ბი. მგო­ნია, რო­გორც თქვენ, ის სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ანს არ მო­ერ­გე­ბა.ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვე­დი და ჩემი კი­მო­ნო­თი და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი, რა­ღაც ძა­ლი­ან ამა­ყი ქალ­ბა­ტო­ნი გავ­ხდი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა და არა მარ­ტო ტან­საც­მელ­მა, ის­ტო­რი­ა­მაც, რაც ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა.
ნა­ო­კოს გულ­ზე წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი ჰკი­დია, რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ, როცა ის ქრის­ტი­ა­ნი არ არის, მპა­სუ­ხობს:
"ქრის­ტი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ რო­დე­საც ჯვარ­ზე ავე­დი და იქი­დან მცხე­თას გად­მოვ­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ორი მდი­ნა­რის შე­ერ­თე­ბა, ეკ­ლე­სი­ე­ბი - უნებ­ლი­ედ ავ­ტირ­დი, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თქვენს რე­ლი­გი­ას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ქრის­ტი­ა­ნი არ ვარ... ჯვარს კი ამ ყვე­ლაფ­რის ნიშ­ნად ვა­ტა­რებ, ამას­თან, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვინც ვნა­ხე და გა­ვე­სა­უბ­რე, ნინო ჭან­ტუ­რია იყო... ესეც სიმ­ბო­ლუ­რი იყო. აი, ერთ ფრჩხილ­ზე წმინ­და ნი­ნოს ხატი მაქვს და­ხა­ტუ­ლი, მე­ო­რე­ზე - სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა. მჯე­რა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი, წმინ­და ნინო და­მი­ცავს.
მერე ქარ­თუ­ლი ჯვრი­სა და ვა­ზის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე. მომ­წონს სა­გა­ლო­ბე­ლი - "შენ ხარ ვე­ნა­ხი". რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ვეც­ნო­ბო­დი, ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ ძა­ლი­ან ჰგავს ია­პო­ნი­ას, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მის გარ­შე­მო ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას სხვა თვა­ლით უყუ­რებს და ცდი­ლობს, მის­გან სა­უ­კე­თე­სო მი­ით­ვი­სოს...სა­ქარ­თვე­ლო ასე იმი­ტომ შე­მიყ­ვარ­და, რომ ამა­ყი ხალ­ხი ჰყავს, ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვი­ცავ, ესეც მომ­წონს და აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს! ისიც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენს შო­რის ასე­თი სა­უ­ბა­რი შედ­გა...
რო­დე­საც თქვენს კერ­ძებს გა­ვე­ცა­ნი, ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო, მაგ­რამ გემო რომ გა­ვუ­სინ­ჯე, მო­ვი­ხიბ­ლე. მომ­წონს ხინ­კა­ლი, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ხა­ჭა­პუ­რი, მაგ­რამ ია­პო­ნი­ა­ში ვერ ვა­კე­თებ, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი ყვე­ლი არ გვაქვს. თუმ­ცა გუ­ლის ფორ­მის აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი მა­ინც გა­მო­ვა­ცხე.ქარ­თუ­ლი რე­ცეპ­ტით ამა თუ იმ ფხალ­საც ვამ­ზა­დებ, რაც იქ ძა­ლი­ან მოს­წონთ და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მე­გობ­რე­ბიც აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ მე და­ვა­ინ­ტე­რე­სე? ასე რომ, ვიც­ვამთ ქარ­თულ სა­მოსს, ვამ­ზა­დებთ ქარ­თულ კერ­ძებს, ვსვამთ ქარ­თულ ღვი­ნოს და ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე", - ემო­ცი­უ­რად გვიყ­ვე­ბა ნა­ო­კოია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ოც­ნე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნა და­ი­ნიშ­ნოს, მა­ნამ­დე კი ეც­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ია­პო­ნე­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სოს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, ის­ტო­რი­ით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­პო­ნე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მის­თვის იდე­ა­ლუ­რია:
"ადრე ია­პო­ნე­ლე­ბიც ასე ვცხოვ­რობ­დით. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის წყო­ბა ერ­თმა­ნეთს ჰგავ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის რიტ­მის გამო ბევ­რი რამ დავ­კარ­გეთ, ისე­თი სით­ბო აღარ არის, რო­გორც ადრე გვქონ­და", - ამ­ბობს ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა და უხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც და­ა­ინ­ტე­რე­სა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ შემ­დეგ ჯერ­ზე მა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იყ­ვანს..
ambebi.ge

No comments:

Post a Comment