Monday, October 15, 2018

პაკისტანში 10 მილიარდი ხის დარგვას გეგმავენ

პაკისტანში, ბოლო წლებში მწვანე საფარის ინტენსიური განადგურების შემდეგ, 10 მილიარდი ხის დარგვას გეგმავენ. ამის შესახებ Independent-ი პაკისტანის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელზე, მუჰამედ რიასატზე დაყრდნობით წერს. 
„როცა მოჭრილ ხეს ვხედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლობელი ადამიანი მომიკვდა“ - ამბობს რიასატი. 
პაკისტანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ინიციატივა ქვეყანაში გარემოსდაცვით მდგომარეობას გააუმჯობესებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამჟამად ტყის მასივს პაკისტანის ტერიტორიის მხოლოდ 2% უკავია. 
კლიმატის ცვლილების სამინისტროს ხელმძღვანელი, მალიკ ამინ ასლამი ამბობს, რომ „ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ ინიციატივა მალე ვერ განხორციელდება, თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსახლეობა შედეგს უკვე იხილავს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment