ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჯოხაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვება.
„აგლაძის 118 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროს. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა. ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.
დაშავებული არავინ არის. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური დაადგენს", - განაცხადა ჯოხაძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment