Saturday, October 6, 2018

მელანია ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი აფრიკული ტურნეს ფარგლებში, კენიის შემდეგ, ეგვიპტეში ჩავიდა. მას კაიროს აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისი და მისი მეუღლე, ენტისარ ამერი დახვდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 
მელანია ტრამპი ეგვიპტეში პირამიდებსა და სფინქსს მოინახულებს. 
კაიროში ჩასვლისას მას ღია ფერის შარვალი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. აეროპორტიდან ის ეგვიპტის პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრა.მელანია ტრამპი აფრიკას 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ტურნეა. მან უკვე მოინახულა განა, მალავი და კენია. ეგვიპტე ბოლო ქვეყანაა, სადაც ის ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. 
პირველი ლედი აფრიკის ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაეცნო და ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ასევე, მან სკოლები და თავშესაფრები მოინახულა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი აფრიკაში ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment