უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივა მიიღეს, რომელიც კიევის წმინდა ანდრიას ტაძარის კონსტანტინეპოლისთვის გადაცემას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორამციას გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
კანონპროექტს ხმა 237-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მინიმალური 226 ხმა იყო. კანონით მტკიცდება, რომ წმინდა ანდრეის ეკლესია, როგორ კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადაეცემა მსოფლიო პატრიარქს.
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. ამით კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment