Friday, October 19, 2018

აქტიური რეზერვის მონაწილეებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას ოფიციალურად იწყებს. პროგრამის მონაწილე რეზერვისტებმა დღეს თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ფიცი დადეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ. მათ რეზერვისტებს პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს და საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
დღესვე უწყების წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური მედლებით დააჯილდოვეს.
ასევე, დააჯილდოვნენ ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედროები და მოქალაქეები სხვადასხვა სინჯის მედლებით და სიგელებით.
რეზერვის კონცეფცია ორი სახისაა აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა. აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულო იქნება. სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60-წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან და ისინი შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებენ.
7 თებერვალს პარლამენტმა რეზერვის რეფორმის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment