იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები მაშინ დააკავეს, როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაკისტანელები არიან. გავრცელებული ცნობით, ქართველები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ დაკავების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.
ამავე ბრალდებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს ქართველების დაკავების მესამე შემთხვევაა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment