Saturday, October 13, 2018

ჩინეთი კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებაში ინვესტიციას ზრდის

ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომლის კოსმოსური ინდუსტრიაც ფართოვდება. მიზეზი ამ სფეროში ინვესტიციების ზრდაა. ამის შესახებ CNBC წერს
როგორც საინვესტიციო კომპანია Space Angels-ის ანგარიშში ვკითხულობთ, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩინეთი ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც კოსმოსური ინდუსტრიის კერძო სექტორში ფართოვდება. 
მესამე კვარტალში ჩინურმა კომპანიებმა ამ სფეროში $69 მილიონის ინვესტიცია მიიზიდეს. დროის ამავე პერიოდში ეს ნებისმიერი ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია. 2018 წელს, ჩინეთის კოსმოსურ ინდუსტრიაში მთლიანობაში 217 მილიონი დოლარის ინვესიტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ინვესტიციის საერთო მოცულობამ $230 მილიონი შეადგინა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment