Saturday, October 13, 2018

საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს


ოფიციალური ერ-რიადი ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ტყუილს და უსაფუძვლო უწოდებს. ამის შესახებ BBC წერს
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა The Washington Post-ის მიმომხილველის გაუჩინარებიდან 11 დღის შემდეგ უარყო ბრალდებები. გაეროს გენერალური მდივანი სიმართლის დადგენას ითხოვს. 
როგორც თურქული წყარო განმარტავს, ჰაშაღი საუდელი აგენტების ჯგუფმა მოკლა. 
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარომ BBC-ს განუმარტა, რომ უწყებას ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მტკიცებულება აქვთ. ირკვევა, რომ საკონსულოში არსებული ვითარების შესახებ ჯამალ ჰაშაღიმ Apple-ის ჭკვიანი საათის მეშვეობით თავად ჩაიწერა რეალობის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა. 
2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment