Friday, October 19, 2018

რუსულ გამოცემას ემუქრებიან

რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტას" რედაქციამ სამართალდამცველებისგან მოითხოვა მუქარის ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
„ნოვაია გაზეტას" განცხადებით, უცნობმა პირებმა რედაქციის შენობასთან დატოვეს სამგლოვიარო გვირგვინი ჟურნალისტ დენის კოროტკოვისადმი მუქარით, ხოლო მეორე დღეს კალათა ცხვრის მოჭრილი თავით და წერილით, რომელშიც მთელ რედაქციას ეუქრებიან.
„ცილისწამება ჩვენი დროის საშიში იარაღია. ცილისწამება და „ფეიკები“ იწვევს ომებს, მკვლელობებს და თავდასხმებს საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებზე. ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში გააჩაღეს კამპანია „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ, შესანიშნავად ესმით, რას იწვევს ეს ყველაფერი ისტერიკის და სიძულვილის ატმოსფეროში, რომელმაც რუსეთში უსაზღვრო სიმაღლეს მიაღწია. განსაკუთრებული საზიზღრობაა, როცა „სახალხო აღშფოთების ტალღის“ საფუძველია აშკარა ტყუილი“ - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
„ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს გამოცემამ გაასაჯაროვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების ვინაობა და ამით მათ ოჯახებს საფრთხე შეუქმნა, სიცრუეა, რადგან მსგავსი პუბლიკაცია არ ყოფილა.
 „ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, დენის კოროტკოვის წინააღმდეგ სიცრუეს ავრცელებს პროგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ და არაერთხელ დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც, რომლის გამო ჟურნალისტი იძულებული გახდა რუსეთიდან გარკვეული დროით წასულიყო. გამოცემის განცხადებით, დენის კოროტკოვი „ნოვაია გაზეტაში" მუშაობს სექტემბრიდან, 15 ოქტომბერს, კი პრიგოჟინთან კავშირის მქონე ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატიები, რომლებშიც ჟურნალისტი მოხსენიებულია სამშობლოს მოღალატედ და ტერორიზმის ხელშემყობად.
imedinews,ge

No comments:

Post a Comment