Friday, October 19, 2018

iOS-ის მომხმარებლები Google Maps-ზე ადგილმდებარეობას რეალურ დროში გააზიარებენ

ამიერიდან Google Maps-ის iOS-ის მომხმარებლებს ადგილმდებარეობის რეალურ დროში გაზიარება შეუძლიათ. სიახლე აპლიკაციის განახლებულ ვერსიაშია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ The Verge-ი წერს
ამ ფუნქციით სარგებლობსას მომხმარებელს შეუძლია ადგილმდებარეობა Share Location ღილაკის მეშვეობის გაუზიაროს სასურველი ადამიანების ჯგუფს. სერვისი როგორც ავტომობილით, ისე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილებისას არის ხელმისაწვდომი. 
ლოკაციის რეალურ დროში გაზიარების ფუნქცია Android-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის მაისში ამოქმედდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment