Saturday, October 20, 2018

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

ავღანეთის პრეზიდენტმა  აშრაფ განიმ დღეს დილით ხმა უკვე მისცა ქაბულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე და ამით ქვეყანაში არჩევნები დაიწყო
„გთხოვთ ყველა ავღანელს დღეს ისარგებლოს ხმის უფლებით. ეს თქვენი უფლება და თქვენი საპატიო მოვალეობაა“, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
საარჩევნო უბნები 07 საათზე გაიხსნა (06:30 თბილისის დროით).
დეპუტატის მანდატისთვის 2,5 ათასი კანდიდატი იბრძვის. მათგან 205 კანდიდატი 26 პარტიას წარმოადგენს, ყველა დანარჩენი კენჭს დამოუკიდებლად იყრის.
ხმის მიცემა ქვეყნის 34 პროვინციიდან 32-ში გაიმართება. გამონაკლისია ღაზნის პროვინცია (იქ არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება) და ყანდაღარის პროვინცია. ამ უკანასკნელში არჩევნები თალიბების გუბერნატორის ოფისზე თავდასხმის გამო, 1 კვირის შემდეგ ჩატარდება. 
არჩევნების საბოლოო შედეგები 20 დეკემბერს გამოცხადდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment