Saturday, October 20, 2018

რუსთაველზე მსვლელობა -„მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“ გაიმართება


მე
 ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“, - ამ სახელწოდებით დღეს დედაქალაქის ცენტრში, ტროტუარზე, ისე რომ სავალი გზა არ დაიკეტოს, მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ეს მსვლელობა 1993 წლის შემოდგომაზე აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნას უკავშირდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში არსებობისთვის ბრძოლის, გაჭირვებისა და უამრავი ბარიერისა, ეს ხალხი დღეს არის ამაყი და არ კარგავს იმედს, რომ როდისმე ის გასაღები, რომელსაც ასე სათუთად ინახავს აგერ უკვე 25 წელია, კვლავ გააღებს მისი სახლის კარს აფხაზეთში“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეობის მსურველებს სთხოვენ, სიმბოლურად თან ძველი გასაღებები იქონიონ.
მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე და დასრულდება ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტთან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment