Wednesday, October 17, 2018

ბადრი პატარკაციშვილის საქმეს მისი მეუღლე და შვილები გამოეხმაურნენ

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას განცხადებით ეხმიანებიან.
ოჯახის ცნობით, პროკურატურაში დღეს გამართული ბრიფინგი მათთვის შოკისმომგვრელი იყო. 
"იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის. ძნელია გადმოსცე რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა.
მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე ღმერთის წინაშე", - წერია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.
მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. 
ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.
რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის მარ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და.
გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე მსჯავრდებულია 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის წი­ნას­წარ და­გეგ­მილი მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბისთვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბისთვის.
2016 წელს, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment