Wednesday, October 17, 2018

Whoscored-მა შვიდი ქართველი ერთა ლიგის სიმბოლურში შეიყვანა

ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ლატვია-საქართველოს ერთა ლიგის მატჩის ფეხბურთელები შეაფასა.
გამოცემის ცნობით, თითოეულ პოზიციაზე ნაჩვენებია კონკრეტულ ტურში საუკეთესო რეიტინგის მოთამაშე.
გამოცემამ ლატვია-საქართველოს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე აღიარა.
მეკარე: გ. ლორია (საქართველო 7,1 ქულა)
მცველები: ო. კაკაბაძე, საქართველო, (7,8)
იური ლოგვინენკო (ყაზახეთი 8,2)
ს. კვირკველია (საქართველო 7.7)
გაფურჟან სიუიმბაევი (ყაზახეთი 8.2)
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო, 8.6); ჯაბა კანკავა (საქართველო, 8.2) ;ნ. კვეკვესკირი (საქართველო, 7.7) აიურჟან ისლამხანი (ყაზახეთი, 7.6)
თავდამსხმელები: ვ. ყაზაიშვილი (საქართველო, 8.0) ბახტიარ ზაინუტდინოვი (ყაზახეთი, 7.2).
საქართველოს ნაკრებმა 16 ოქტომბერს სტუმრად ლატვია ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და ორი ტურით ადრე C ლიგისა და პლეიოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

No comments:

Post a Comment