ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს.
6 ოქტომბერს, ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეტ სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატები განმეორებით მისცემენ ხმას ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმებას.
მრავალათასიანი პროტესტი მეგასში 4 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგუშეთის პარლამენტმა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვარი დააკანონა, ხოლო რესპუბლიკის ლიდერმა იუნუს ბეგ ევკუროვმა კანონს ხელი მოაწერა. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის შეთანხმება ტერიტორიებს გაცვლას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment