Monday, October 15, 2018

ფარცხალაძის "აღიარებითი ჩვენება" - რა დევს ყოფილი მთავარი პროკურორის შავ ყუთში?

3 ბინა და 4 კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თო­ბი თბი­ლის­ში, ბინა ბა­თუმ­ში, 2 ბინა ბა­კუ­რი­ან­სა და ტა­ბახ­მე­ლა­ში, მი­წის 4 ნაკ­ვე­თი წავ­კის­ში - ეს ფარ­ცხა­ლა­ძის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მხო­ლოდ ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სა­ში გა­ჟო­ნა და რო­მე­ლიც ფარ­ცხა­ლა­ძემ პრო­კუ­რო­რო­ბის შემ­დეგ, ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში­ შე­ი­ძი­ნა.
ცალ­კე სა­კი­თხია სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა დამ­ფუძ­ნებ­ლად ან მე­წი­ლედ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ფარ­ცხა­ლა­ძე ხან ჩნდე­ბა და ხან ქრე­ბა. რა გარ­ჯით იშო­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, რო­მელ­მაც და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ორ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ორი ბი­ნით, 1994 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­თა და "პროგ­რეს ბან­კის" 100 ათას დო­ლა­რი­ა­ნი სეს­ხით და­ტო­ვა?­ ამ შე­კი­თხვა­ზე­ მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ისე­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რაც შე­საძ­ლოა "შავი ყუ­თის" გა­შიფვ­რის წინა პი­რო­ბა გახ­დეს. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე 5 წე­ლია ბიზ­ნეს­შია და მისი შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია Elbit-ის ბიზ­ნესპრო­ექ­ტია.
ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს პრო­ექ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ერთ-ერთი სა­ა­მა­ყოა: თუმ­ცა მას გა­მორ­ჩა, რომ თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა 2019 წლის და­სა­წყის­ში იწყე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ქარ­ხა­ნა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გა­ივ­ლის. ამი­ტომ გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა, რო­გორ მი­ი­ღო ფარ­ცხა­ლა­ძემ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ი­დან, რო­მელ­საც ჯერ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბაც არ და­უ­წყია, შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­უ­ყი­დია, არც შე­მო­სა­ვა­ლი და მო­გე­ბა უნა­ხავს და იქით სა­ჭი­რო­ებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას. სა­პარტნი­ო­რო ფონდმა კი ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და მისი ად­ვო­კა­ტის ვერ­სი­ას სა­ერ­თოდ ცივი წყა­ლი გა­და­ავ­ლო და გა­ნა­ცხა­და, რომ ფარ­ცხა­ლა­ძეს ამ ქარ­ხა­ნას­თან შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია და არც ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­უ­ღია. სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ფარ­ცხა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ყო­ველ­გვარ კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც და­მა­ტე­ბი­თი ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.იქ­ნებ ად­ვო­კატ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, იმა­ზე მეტი ილა­პა­რა­კა, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, თა­ვის­და უნე­ბუ­რად ამ­ხი­ლა თა­ვი­სი კლი­ენ­ტი და კი­დევ ერთ სა­ეჭ­ვო მა­ქი­ნა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თა?! თუ რო­გორ, ამას ახ­ლა­ვე გი­ამ­ბობთ:
არ­სე­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2015 წლის 25 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა და რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში, ქვე­მო ალექ­სე­ევ­კის და­სახ­ლე­ბა ნავ­თის­ხევ­ში მდე­ბა­რე 62 887 კვმ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით, 200.000 ლა­რად სა­კუთ­რე­ბა­ში შპს "რო­ი­ალ დე­ვე­ლოფ­მენთს" უნდა გა­და­ე­ცეს. ამ დროს "რო­ი­ალ დე­ვე­ლოფ­მენ­თის" 40%-იან წილს ფარ­ცხა­ლა­ძე ფლობ­და და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რიც ის იყო.
ამა­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან არა უმე­ტეს 24 თვის ვა­და­ში, პი­რა­დად ან/და მე­სა­მე პირ(ებ)ის მეშ­ვე­ო­ბით, კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნულ მი­წა­ზე 3000 კვმ ფარ­თო­ბის შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.
ანუ კომ­პა­ნი­ას შე­ეძ­ლო, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნა­ყიდ მი­წა­ზე შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­სა­მე პი­რის­თვის, სხვა კომ­პა­ნი­ის­თვის და­ე­კის­რე­ბი­ნა. მაშ, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და "რო­ი­ალ დე­ვე­ლოფ­მენთს" მიწა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბად, 1 კვმ სულ რა­ღაც 3,18 ლა­რად - სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­ი­ძი­ნა?­ სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში, 2016 წელს, იმ მი­წის ნაკ­ვე­თის მე­სა­კუთ­რე, რო­მე­ლიც ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნი­ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან სიმ­ბო­ლურ ფა­სად იყი­და, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "აერო-სტრუქ­ტუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი", იგი­ვე "ციკ­ლო­ნი" ხდე­ბა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment